გიორგი კვირიკაშვილი: მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები, მაღალმთიან რეგიონებში კი პრობლემა იქნება უბნებთან მისვლის კუთხით
08-04-2016, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვვევდეს კითხვის ნიშანს რატომ 8 ოქტომბერი, ამაზეც ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები," განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.


"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მასში ჩართულია ცესკო.


„რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას თუ როდის გამოვაქვეყნებთ მას, როდის ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ შეიძლება ქვეყანამ 7 და 8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს. ასე, რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს, ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ. სერიოზული მსჯელობისა და აწონ-დაწონის შედეგად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და დანარჩენი საკითხების შესახებ განცხადებები უკვე ადმინისტრაციების მხრიდან გაკეთდება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ, და მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი