მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ დაადანაშაულეს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის განცხადებით, შეხების ხაზის სიახლოვეს ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
სტეპანაკერტის ცნობით, ხაზის პერიმეტრზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2 000-ზე მეტი გასროლა განახორციელეს და ნაღმტყორცნები გამოიყენეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეხების ხაზზე ცეცხლი 110-ჯერ გახსნეს, რა დროსაც ნაღმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები გამოიყენეს.
ძალოვანი უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 114 საცეცხლე დარტყმა მიიტანეს.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სამი სოფელი დაცხრილეს. ამის შესახებ უწყების პრესმდივანი არცრუნ ჰოვანისიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.