სერგო რატიანი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერიცა და პრეზიდენტიც გაუგებრობაში არიან.
„საქართველოს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს, დაგეგმეს რაღაც, გააკეთეს განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით და ვერ დაფიქრდნენ და ვერ შეუსაბამეს ეს ყველაფერი მოქმედ კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, უუნარობის და არაპროფესიონალიზმის სრულიად ცხადი მაგალითი რომ არ იყოს. ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, თორემ საქართველო რაღაც უბედურებას გადაეყრება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი და პრემიერი გაუგებრობაში არიან და მათ ელემენტარული რაღაც ვერ გადაწყვიტეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.