არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება. ადამაშვილის თქმით, „პოზიციამ“ წინასაარჩევნო მობილიზაცია გამოაცხადა, რათა თვალი მიადევნოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მაქსიმალურად შეეცადოს საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვის უზრუნველყოფა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი მიიჩნევს, რომ არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ღიად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებული მდგომარეობა, კერძოდ კი, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა და მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა საუკეთესო მდგომარეობაა, რაც კი ამ დრომდე წინასაარჩევნო პერიოდებში ყოფილა საქართველოში, რადგან, ყველა პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტს თანაბრად ეძლევა თვითრეალიზაციის საშუალება.
„პოზიცია“ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი კონფიგურაცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთი დადასტურებაა. ადამაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართოს წინასაარჩევნო პროცესის ნორმალურ ვითარებაში წარმართვისთვის აუცილებელი სამუშაო შეხვედრები, რათა არასამთავრობო სექტორმა პერმანენტულად მიადევნოს თვალი წინასაარჩევნო სამზადისისა და კამპანიის პროცესს და გაუწიოს მას მონიტორინგი.
ადამაშვილი თვლის, რომ მსგავსი მობილიზაცია ყველანაირ პროვოკაციულ გამოვლინებასა და ქვეყანაში გაურკვეველი, არაკეთილმოსურნე ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობას თავიდანვე გამორიცხავს. მისი თქმით, გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით მის ორგანიზაციას არასამთავრობო სექტორის გარკვეულ სეგმენტთან ერთად უკვე ჩატარებული აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღსაც ეხმაურება და თვლის, რომ არჩევნების ჩასატარებლად შერჩეული თარიღი, 8 ოქტომბერი, ნორმალური და მოსაწონია. იგი გავრცელებულ მოსაზრებას არჩევნებამდელი ვადის სიმცირის შესახებ აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები იმ პოლიტიკური ძალების მიერ არის გაჟღერებული, რომელთაც გამარჯვების იმედი არ აქვთ და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ყველასთვის ნათელი იყო, რომ კანონმდებლობის მიხედვით არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო და თვის დასაწყისი თუ ბოლო პერიოდი პრაქტიკულად არაფერს ცვლის. პოლიტიკურ ძალას, რომელსაც გამარჯვების იმედი არ აქვს, ელექტორატი არ ჰყავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის ვერც - ერთი და ვერც - ორი თვით გადაწევა ვერ უშველის,“ - აცხადებს გურამ ადამაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.