საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო სკოლის მიერ მომზადებული 28 არტილერისტი შეემატა.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, უმცროს ოფიცერთა მომზადების სპეციალიზაციის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, ახალგაზრდა ოფიცრებს სერთიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გადასცეს.
უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი 28 სექტემბერს დაიწყო და 28 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
7 თვის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულმა ოფიცრებმა არტილერიის სპეციალობისთვის საჭირო დისციპლინები შეისწავლეს. მსმენელები საარტილერიო ცეცხლის მომსახურების პროცედურებს და სროლისა და ცეცხლის მართვის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ახალგაზრდა ლეიტენანტები პრაქტიკაში ეცნობოდნენ შეიარაღებულ ძალებში არსებულ საარტილერიო შეიარაღებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.