ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილმა საინტერესო „ტრიუკი“ ჩაატარა
08-04-2016, 03:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოების დიდ ნაწილს "ქართულ ოცნებაში" ”რესპუბლიკელების” ხილვა არ უნდოდა და კოალიცია სწორედ ამიტომ დაიშლა. ბურჯანაძის აზრით, "რესპუბლიკელების" მოშორებით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების თვალში სერიოზული ქულები ჩაიწერა.

 

“საზოგადოების დიდ ნაწილს “ქართულ ოცნებაში” ”რესპუბლიკელების” ხილვა არ უნდოდა და კოალიციის დაშლით, ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ”ტრიუკი” ჩაატარა, როცა სხვა პარტიების, განსაკუთრებით კი, ”რესპუბლიკელების” მოშორებით, საზოგადოების თვალში სერიოზული ქულები ჩაიწერა. საზოგადოებამ ანალიზი უნდა გააკეთოს და თუ ვინმეს “რესპუბლიკური პარტია” არ მოსწონდა, მათი არყოფნის გამო, “ქართულ ოცნება” უფრო მეტად არ უნდა მოეწონოს. 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას რომ "რესპუბლიკელები" მართავდნენ, ამაზე ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძე ასევე აღნიშნავს, რომ "დემოკრატიულ მოძრაობას", ნათლად ჩამოყალიბებული პროგრამა აქვს, რომელიც არარეალურ დაპირებებს არ ეფუძნება.

"ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მოსახლეობას ყველა სოფლისთვის 5 მილიონის მიცემას, ყველას გადასახდელის გადახდას და აყვავებას არ ვპირდებით, მაგრამ ვპირდებით ეკონომიკის გაუმჯობესებას და ბიუჯეტის ოპტიმიზაციას ისე, რომ ბიუჯეტის სიკეთით უკიდურესად გაჭირვებულმა ადამიანებმა ისარგებლონ და არა ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი