წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 562 000 ლარი დაიხარჯება, - აღნიშნული განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ guardian.ge-სთან საუბრისას გააკეთა.
ენდელაძის ცნობით, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, გამგეობა საპროექტო სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადებას იწყებს.
„მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 55 სოფელი და 2 დაბა და ყველა სოფელსა თუ დაბაში უკვე დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები. გეგმაშია რიტუალების სახლების მოწყობა, სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა, სხვადასხვა სოფელში წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია. მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დასრულებულია, პრიორიტეტები გამოვლენილია, ისინი ხომ თავად განსაზღვრავენ თუ რა არის მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ტენდერის გამოცხადების შემდგომ გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან და დაიწყება კონკრეტული სამუშაოების განხორციელება.
დამეთანხმებით, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, უნდა არსებობდეს გზა, უნდა არსებობდეს წყალი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქროს ადამიანმა სხვა ღონისძიებებზე.
ჩვენთვის ჩვენი მოსახლეობის ინტერესებია პრიორიტეტული, რასაც წყვეტს მოსახლეობა, ჩვენ ბუნებრივია, ვეთანხმებით მათ“ - აღნიშნა ზაქარია ენდელაძემ guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, მიმდინარე წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებზე ჯამში 3 783 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.