თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს.
მთავრობის მეთაური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურის ხელმძღვანელებსა და პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი მიულოცა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით. თქვენ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ და ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას - იცავთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს ვალდებულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი და ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამ ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად, ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი დღე მიულოცა წვევამდელებსაც, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში ქვეყნის წინაშე ფიცი დადეს და მათ სამშობლოს ღირსეული სამსახური უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.