თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მათი გათავისუფლების მიზეზების დასადგენად საზოგადოებრივი კომისიის შექმნას და პრობლემებზე დისკუსიის დაწყებას ითხოვენ.
თბილისის საბავშვო-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის და აუდიტის დასკვნის შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორების ნაწილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას მიმართვა გააცნო.
მიმართვის ტექსტი პრესკონფერენციაზე #6 ბაგა-ბაღის გათავისუფლებულმა დირექტორმა თამარ ბაქრაძემ წაიკითხა. მიმართვაში ნათქვამია, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რეფორმების ხელშეწყობის ნაცვლად ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეფორმებს დაუპირისპირდა, რაც პროფესიონალური კადრების სიტემატური გათავისუფლებით გამოიხატება,” მაშინ როდესაც პარალელურად ხდება სააგენტოს თანამშრომელთა რაოდნეობის ხარჯების 1/3-ით გაზრდა და ნეპოტიზმის საფუძველზე არაპროფესიონალების თანამდებობაზე დანიშვნა”.
გათავისუფლებული ბაგა-ბაღების დირექტორები კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მათი გათავისუფლების მიზეზებს და სააგენტოს საქმიანობას შეამოწმებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.