ჩაქვის N2 საჯარო სკოლას საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცის ჯემალ არძენაძის სახელი მიენიჭა
08-04-2016, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩაქვის N2 საჯარო სკოლას საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცის ჯემალ არძენაძის სახელი მიენიჭა.


სკოლის ახალი აბრის საზეიმო გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


ჯემალ არძენაძე დაიბადა 1972 წლის 25 ნოემბერს ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში. 1979 წელს სწავლა დაიწყო ჩაქვის №2 საშუალო სკოლაში. 1992 წლის 31 აგვისტოს ქობულეთის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული იქნა სამხედო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა სამხედრო ნაწილ №2060- ში. 1992 წლის 25 ოქტომბერს, როგორც მოწინავე ჯარისკაცი გაგზავნილი იქნა ქალაქ თბილისში უმცროს მეთაურთა სკოლაში, სადაც ჩაირიცხა სადესანტო - სადივერსიო ასეულში.


შსს შინაგანი ჯარების რიგითი ჯარისკაცი ჯემალ არძენაძე გმირულად დაიღუპა 1992 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან. იგი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის.


ჯემალ არძენაძის სახელი შეტანილი იქნა საქართველოს ჯარების მუდმივ სიაში, მისი სახელი და გვარი ამოტვიფრულია ქალაქ თბილისში და ქობულეთის გმირთა მემორიალურ დაფებზე.


სკოლის სახელის მინიჭების ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრული წარმოდგენა გამართეს. საზეიმო ცერემონიალს ჯემალ არძენაძის ოჯახის წევრები, სკოლის პედაგოგები და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი