ინკების ან აცტეკების კალენდარი რომ შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ იმ თარიღს, რომელიც ოპონენტებისთვის სასარგებლო იქნება, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა.
„როცა მწვრთნელმა, რომელიც გუნდს ოლიმპიადისთვის ამზადებს, თარიღი ზუსტად იცის, ისე ამზადებს, რომ არც გადაიწვას სპორტსმენი და იმ დროს იყოს პიკში. ასევეა პარტია, რომელმაც იცის როგორ დაგეგმოს საარჩევნო კამპანია 6 თვით ადრე. ეს ძალიან კარგია ნებისმიერი პარტიისთვის - ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. ისეთი პარტიებისგან ისმის პრეტენზიები, რომ ეს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას აწყობდა, რომლებისთვისაც მართლა არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩატარდება არჩევნები რადგან მათ არავითარი შანსი არ აქვთ“, - განაცხადა სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.