სახელმწიფო სერვისების ერთ სივრცეში მიწოდებისთვის შენობის აშენება ორთაჭალის ავტოსადგურის გვერდზე არსებულ ტერიტორიაზე იგეგმება, - განაცხადა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ის განთავსდება ყოფილი გვარდიის შენობის ტერიტორიაზე, ორთაჭალის ავტოსადგურის გვერდზე არსებული ტერიტორია. შესაბამისად, წლის ბოლომდე გვინდა, რომ იქ გვქონდეს 3-4 სართულიანი შენობა, სადაც პირველ რიგში, იქნება ერთიანი სერვისცენტრის ფართი და შემდგომ უკვე რაღაც პერიოდი განთავსდება ეკონომიკის სამინისტროც, თქვენ იცით, რომ ნაქირავები გვაქვს და შემდგომ უკვე ეკონომიკის სამინისტროზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავა თუ არ გადავა სამინისტრო და მთლიანად დაუთმობს თუ არა სერვისცენტრს აღნიშნულ ფართს, თუმცა დღეს ეს სიახლე არაფერი მომხდარა. ეს მიმდინარე პროცესია და შესაბამისად, ახლა დიზანის ეტაპზე გადავდივართ.
შესაბამისად, ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, ამისთვის 2 მენეჯერი გვაქვს აყვანილი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებაზე მუშაობენ და ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ დეტალურ პრეზენტაციას გავმართავთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.