"ა“ კლასის ვარსკვლავების ჩამოსვლა სიგნალია დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოა, სტაბილურია და მზადაა, როგორც ინტელექტუალური და ადამიანური რესურსით , ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ პროექტ Check-in Georgia-ზე საუბრისას აღნიშნა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დონის, მასშტაბისა და ხარისხის კულტურულ ღონისძიებებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ცნობადობას, მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება ტურისტული ნაკადების გააქტიურებასა და გამსხვილებაზე, რასაც ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა მოჰყვება. ეს აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მოსახლეობისთვის შემოსავლების გაზრდაზე“, - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, „ა“ კლასის ვარსკვლავები ყველაზე უფრო წინ ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხს აყენებენ.
"ეს არის ძალიან სერიოზული ტექნიკური აღჭურვილობა, სერიოზული ინფრასტრუქტურული მომზადება, სერიოზული პირობების დაკმაყოფილება, რომელიც ამ ვარსკვლევების მოთხოვნებს მოჰყვება. ანუ ეს არის მაჩვენებელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ გამოცდილებით, ინფრასტრუქტურით, სტაბილურობით და უსაფრთხოებით ეს ქვეყნაა მზადაა, რომ მიიღოს უმაღლესი დონის ვარსკვლავები და შესაბამისად, ეს ასევე არის გზავნილი ინვესტორებისთვის და არა მხოლოდ ტურისტული სააგენტოებისთვის და ზოგადად ტურისტებისთვის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან იმისთვის, რომ სასპონსორო პაკეტების გაყიდვით მკვეთრად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა“, - განაცხადა გიორგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.