აჭარის უმაღლეს საბჭოში უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის არჩევა კვორუმის არარსებობის გამო კვლავ ვერ მოხდა. უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ წარდგენილ დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარა კენჭი. რეგისტრაცია ორჯერ გაიმართა. ორივე შემთხვევაში სარეგისტრაციაში მხოლოდ ხუთმა დეპუტატმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ და "ქართული ოცნების" ოთხმა დეპუტატმა მიიღეს მონაწილეობა.
ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 15 აპრილამდე სხდომა კიდევ ერთხელ გაიმართება, ჩაშლის შემთხვევაში კი, უსკო-ს თავმჯდომარის კონკურსი თავიდან გამოცხადდება.
"11 დეპუტატი ვერ მოგროვდა და შესაბამისად, კვორუმი არ გვაქვს და სხდომა არ გაიმართება. 15 აპრილამდე უნდა ჩავატაროთ კენჭისყრა, თუ ვერ მოხერხდა არჩევა, გამოცხადდება ახალი კონკურსი", - აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.
უსკო-ს თავმჯდომარის კენჭისყრა 18 თებერვალს, კვორუმის არარსებობის გამო ასევე ვერ შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.