საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ბარიერის 50%-ით გაზრდა ავტომატურად გულისხმობს, მეორე ტურის გამართვის საჭიროებას.
სუბარმა აღნიშნა, რომ 50%-იანი ბარიერი არის ძალიან სერიოზული დემოკრატიული წინსვლა საარჩევნო სისტემაში.
ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა დღეს არც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამიტომ, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
”მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს, რატომ 8 ოქტომბერი. ამაზე ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.