"თავისუფალი თაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პროტესტია გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების "უკანონო" დაკავებას ჰქონდა ადგილი.
"გუშინ ჩვენმა „საამაყო“ პატრულმა უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთა “თავისუფალი თაობის“ შვიდ წევრს კერძოდ, ლადო სადღობელაშვილს, გიორგი ბაბუხადიას, გიორგი ონიანს, ნაუმი გაფრინდაშვილს, გიორგი მუხიგულაშვილს, მარიამ მინდორაძესა და ზურა ხერხელაურს.
საპატრულო პოლიციისს საგამოძიებო სამსახურიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ლადო სადღობელაშვილი, გიორგი ბაბუხადია, გიორგი მუხიგულაშვილი, მარიამ მინდორაძე და ზურა ხერხელაური. ნაუმი გაფრინდაშვილს სასამართლომ დააკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით, რაც შეეხება გიორგი ონიანს მას მოუწია ღამის გათენება წინასწარი დაკავების იზოლიატორში და დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ სასჯელის სახით ჯარიმის გადახდა დააკისრა (250 ლარი).
ა/ო თავისუფალ თაობას სასამართლოს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მიგვაჩნია რომ შვიდივე დაკავება იყო უსაფუძლო და შსს-ს დაუდევრობის ბრალი," აღნიშნულია "თავისუფალი თაობის" განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.