მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარება ნორმალური და დემოკრატიული პროცესის ნაწილია - რატომ უნდა ჰქონდეს ერთ სუბიექტს გარანტირებული 50%-იანი ნიშნული? - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ფოფხაძის აზრით, საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე, 50%-იანი არჩევნების პირობებში, მეორე ტური აბსოლუტურად ლოგიკურია და ეს წაგებას არ ნიშნავს.
“ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, როცა მაჟორიტარობის კანდიდატმა შეიძლება პირველი ტურით ვერ დაამთავროს და მეორე ტურის დანიშვნა გახდეს სჭირო. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა განწყობები შეიცვლება, გადანაწილდება ის ამომრჩეველი, რომელმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატს მისცა ხმა - ის არჩევანს ორ შესაძლო კანდიდატს შორის გააკეთებს. თბილისი მერის არჩევის დროსაც დაგვჭირდა მეორე ტური და ის ფაქტი, რომ მეორე ტურის დაინიშნა, წაგებად ნამდვილად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება ბევრ რაიონში გახდება საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.