„ჩვენ ენერგეტიკული პროექტების ხანგრძლივი ისტორია და ევროპული ტრადიციები გვაქვს" - აღნიშნული განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ კომპანია „აჭარის წყალ ჯორჯიას“ ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„წელს აჭარაში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში შუახევჰესის მშენებლობა დასრულდება. ამ მნიშვნელოვან პროექტს „აჭარის წყალ ჯორჯია“ ახორციელებს, ბოლო 35 წლის განმავლობაში ასეთი სიდიდის და სიმძლავრის მხოლოდ ორი ელექტროსადგური აშენდა და ამოქმედდა. ხშირად ვამბობთ, რომ დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ასეთი პროექტების განხორციელება ენერგეტიკაში, რომელიც საქართველოში თაობების მანძილზე იქნება მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის განვითარებისთვის.
ჩვენ ენერგეტიკული პროექტების ხანგრძლივი ისტორია და ევროპული ტრადიციები გვაქვს. დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ჰესებით დაინტერესებამ სერიოზული ბიძგი მისცა ჰიდრომშენებლობას, ენერგეტიკის განვითარებას და პრიორიტეტულობას. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საბჭოთა მთავრობამ განახორციელა, საუბარი მაქვს ენგურჰესზე, ეს არის თავისუფალი საქართველოს პირობეში ჩაფიქრებული მისი იდეალის განხორციელება. შუახევჰესის პროექტი არის უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი ენერგეტიკის საქმეში. ჩვენი მიზანია მოხდეს ენერგორესურსების რაციონალური ათვისება, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.