"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობას არ იშლის.
აღნიშნულით "ქართული ოცნება "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას გამოეხმაურა, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიმართა, რომ არჩევნების მეორე ტურის თარიღი დროულად დანიშნოს. უგულავამ განაცხადა, რომ მთავრობამ ცესკო-ს თავმჯდომარეზე ზეწოლა მოახდინა. მისი თქმით, მთავრობის მოთხოვნა იყო მეორე ტურის 12 ივლისს ჩატარება, რაც უგულავას შეფასებით, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება წესებსა და პროცედურებს.
"გიგი უგულავას განცხადება, თითქოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ცესკო-ზე, არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური აბსურდი"-განაცხადა გეგეჭკორმა.
მისი თქმით, ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის უპრეცედნეტოა, ვინაიდან პირველად ქვეყნის ისტორიაში კანდიდატებს მოუწიათ 50%-იანი ბარიერის დაძლევა.
"რიგ შემთხვევებში კი, ხმების სულ რაღაც 2-3%-ით დაკლების გამო მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო"-განაცხადა გეგეჭკორმა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდს ცესკო-ზე ზეწოლის სურვილი და პოლიტიკური ნება რომ ჰქონოდა, ამას მანამდე გააკეთებდა და მეორე ტურამდე საქმეს არ მიიყვანდა.
"ქართული ოცნება" რეალურად დემოკრატიული ძალაა, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან", რომლის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას გამოსვლა იყო მათთვის სასურველ დროს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მიზნით ცესკო-ზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობა"-განაცხადა გეგეჭკორმა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღის მიუხედვად, "ქართულ ოცნებას" ხალხის მხადრაჭერის იმედი აქვს.
"ჩვენ გვჯერა რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს და "ნაციონალურ მოძრაობას" თუნდაც მცირედი წარმატების ილუზია შეუქმნას"-განაცხადა გეგეჭკორმა.
თამარ ჟვანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღი კანონმდებლობის შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმის მიღებისა და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.