2017 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება
08-04-2016, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კირე ოლაფ იოჰანსენს შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტ შუახევიჰესს, რომელსაც „აჭარისწყალი ჯორჯია" ახორციელებს.


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი პროექტი მთლიანად დასრულდება. 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის შუახევიჰესის პროექტის მნიშვნელობას.


„აჭარისწყალი ჯორჯიას" (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კირე ოლაფ იოჰანსენმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. მისი განცხადებით, ინვესტორის პოზიტიური შეფასება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი რეკლამაა, რასაც საქართველოს სიამოვნებით გაუწევს.


პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება და იგი ასევე ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.


კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია" შეიქმნა ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 730 მოქალაქე. შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, „აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი