ანგელა მერკელი - ევროკავშირს სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა მოუწევს
08-04-2016, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპაში მიგრანტების დიდი ნაკადის გამო ევროკავშირს სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა მოუწევს. „დოიჩე ველე“ -ს ინფორმაციით, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა.

 

კანცლერს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ „საჭირო იქნება სხვანაირი სამეზობლო პოლიტიკის გატარება“.

მერკელის თქმით, ევროკავშირი შექმნის პირობებს, რომელიც სამეზობლოში სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ასევე, ბრიუსელმა ევროკავშირის გარე საზღვრებზე უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს.

 

„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაა, რომელშიც აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად საქართველოც შედის.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი