საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის სამცხე - ჯავახეთის ოფისის წარმომადგენლები - სალომე ყულჯანიშვილი და ანდრანიკ ბაღდასარიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს გაგიკ კარსლიანს შეხვდნენ.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და შეეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ნინოწმინდის გამგებელმა სახალხო დამცველის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა გააცნო და მათ სამომავლო საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.