„ნაციონალური მოძრაობა“ - მთიან ყარაბაღში მოვლენების ესკალაცია რუსეთის ინტერესებში შედის
08-04-2016, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და რუსეთს მთიანი ყარაბაღის მოვლენების ესკალაციით დაინტერესებაში ადანაშაულებს.

 

”საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს უშუალო სამეზობლოში და რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის ყველა სახელმწიფო ჩაბმული იყოს ურთიერთხელსაყრელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის დეესკალაციას და საბოლოო მშვიდობიან მოგვარებას. მაგრამ ფუნდამენტური საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობის (ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის), იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 

ამავე დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოფილი საბჭოთა იმპერიის მთელ სივრცეზე აღმოცენებული ე.წ კონფლიქტების ინსპირაცია წარმოადგენდა და წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკის ქვაკუთხედს. რუსეთი დღესაც არ ეგუება მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც შემდგომი ესკალაცია შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რომელიც გვევლინება ძალადობის ინსპირატორად”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი