რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, მოადგილესთან, თენგიზ შერგელაშვილთან ერთად, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს, კატარინა დერკონსა და GIZ-ის (გერმანული საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობისთვის) სამხრეთ კავკასიის ბიუროს ახალ ხელმძღვანელს, მერი შეფერს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, წარმატებულად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და სამინისტროსა და გერმანულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში GIZ-ის Gმიერ საქართველოში 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები, მუნიციპალური ადმინისტრირების მოდერნიზების საკითხები. საუბარი, ასევე, შეეხო პროექტს, რომლის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებში საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმების გაძლიერება და ფართოდ დანერგვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.