ხონში პროექტის, "ახალგაზრდული იდეის" გამარჯვებულებმა გამწვანების აქცია გამართეს
08-04-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ხონში პროექტის, "ახალგაზრდული იდეის" გამარჯვებულებმა გამწვანების აქცია გამართეს და ქალაქის ბულვარში 50 ძირი "ტუია" დარგეს. აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე ჩაერთო.


ხონის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების იდეა "ევროპის ფონდის" მიერ დაფინანსდა და ხონის ქარსაფარი ზოლის განახლებასაც ითვალისწინებს.


"ცაიშის სანერგე მეურნეობაში 170- მდე ალვის ხის ნერგიც შევიძინეთ და ხვალ კიდევ ერთ აქციას განვახორციელებთ. ქარსაფარ ზოლს, რომელიც წლების მანძილზე იჩეხედოდა ახალ ნერგებს შევმატებთ," - განაცხადა პროექტის ავტორმა ნინო სანოძემ.


"ახალგაზრდული იდეა" "ევროპის ფონდის" მიერ ფინანსდება და ხონის მუნიციპალიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. საჯარო სკოლების მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ პროექტი წარადგინონ და დაფინანსების შემთხვევაში ყველა დეტალი დამოუკიდებლად მართონ.


მიმდინარე წელს ხონში დაახლოებით 5 პროექტი დაფინანსდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი