ხონის გამგებელმა ჯემალ მებუკემ მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საბჭოს ფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა
08-04-2016, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე ხონის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქალაქო საბჭოს ფორმირების აუცილებლობაზე ესაუბრა. ამის შესახებ guardian.ge -ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.


"გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საშუალებას გვაძლევს მუნიციპალიტეტში აღნიშნული ფორმატის საკონსულტაციო საბჭო არსებობდეს, ეს სამოქალაქო ვალდებულებაცაა. რაიონის მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა იხილებოდეს და წყდებოდეს. საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო გეგმების, აქტუალური საკითხების ირგვლივ შეხვერდრებისა და საზოგადოებრივი განხილვების მოწყობა. სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების შემუშავება და გამგეობისთვის წარდგენა," განაცხადა ჯემალ მებუკემ.


საზოგადოება შეთანხმდა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში საბჭოს შემადგენლობა 20 წევრით განისაზღვრება. დღესვე შეირჩნენ საბჭოს წევრობის კანდიდატები.


ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით იქმნება, რაც მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი