ხობში, ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში, ძუკუ ლოლუას დაბადებიდან 139 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
08-04-2016, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ხობში, ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში, ცნობილი ლოტბარის ძუკუ ლოლუას დაბადებიდან 139 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

 


მუზეუმის მთავარმა სპეციალისტმა და მუსიკის პედაგოგმა, ნანა ჯალაღონიამ ძუკუ ლოლუას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

 


ძუკუ ლოლუას ქართული პოლიფონიური სიმღერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ცნობილმა ლოტბარმა დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. მან დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოავლინა. ძუკუ ლოლუას სამართლიანად უწოდებენ "მეგრული სიმღერის პატრიარქს".

 


ღონისძიებაზე, რომელსაც სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ანსამბლმა „კოლხეთმა“ და ხობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა სიმღერები შეასრულეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი