ამ ეტაპზე ალიანსის უფრო მეტად გაფართოება დღის წესრიგში არ არის, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში, რომელსაც ”ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.
"ჩვენ ყოველთვის გვექნება ღია კარის პოლიტიკა და ყოველთვის ვითანამშრომლებთ პარტნიორ ქვეყნებთან. ნატოს ბევრი ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს”, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგი რუსეთთან ურთიერთობებზეც საუბრობს და დიალოგის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
”დიალოგი საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი "ცივი ომი". ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ძლიერი თავდაცვა დიალოგთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დიალოგი უნდა გაიმართოს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როგორიც იყო, მაგალითად, თურქეთში რუსული შვეულმფრენის ჩამოგდება. ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად მეტი გამჭვირვალობის და რისკების შემცირების მექანიზმებია საჭირო”, - აღნიშნავს სტოლტენბერგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.