საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ წითელ ზღვაზე ხიდის აშენების შესახებ გამოაცხადა - ორი კონტინენტი, აფრიკა და აზია ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
08-04-2016, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის მეფემ გამოაცხადა, რომ წითელ ზღვაზე ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. მეფე სალმანმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ორ მოკავშირე ქვეყანას შორის ზღვაზე გადებული ხიდი არნახულად გამოაცოცხლებს ვაჭრობას. ამის შესახებ BBC წერს.


საუდის არაბეთის მეფემ ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ვიზიტის მეორე დღეს გააკეთა. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფატაჰ ალ სისიმ თქვა, რომ ხიდს საუდის არაბეთის მეფის სახელი მიენიჭება. პრეზიდენტი სისი საუდის მთავრობის ახლო მოკავშირეა.


"მე დავეთანხმე ჩემს ძმას, მის აღმატებულებას, პრეზიდენტ აბდულ-ფატაჰ ალ სისის, აშენდეს ხიდი, რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებს," განაცხადა მეფე სალმანმა.


"ეს ისტორიული ნაბიჯი, ერთმანეთს დაუკავშირდეს ორი კონტინენტი, აფრიკა და აზია, თვისობრივი ტრანსფომაციაა, რომელიც ორ კონტინენტს შორის ვაჭრობას უპრეცედენტო საფეხურამდე გაზრდის," დაამატა მან.


წითელ ზღვაზე ხიდის გადების პროექტის წინადადება წინათ რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი, მაგრამ ის არ განხორციელებულა. ხიდის პროექტის წინა გათვლები 3-4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი