საქართველო, სავარაუდოდ, ნატოს სამიტზე მიიღებს გაძლიერებული თანამშრომლობის შეთავაზებას – "როიტერის" სტატიაზე ჯეიმს აპატურაიმ პირველი კომენტარი გააკეთა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის განცხადებით, თანამშრომლობის გაღრმავებაზე და პროგრესის ასახვაზე ალიანსი უკვე მსჯელობს.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს ივლისის დასწყისში ეწვევა. დღეს კი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იხსნება, რომელიც ბოლო მოსამზადებელი შეხვედრაა ნატოს სექტემბრის სამიტისთვის.
"დასკვნებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. ჩვენ ოთხი ასპირანტი ქვეყნის შესახებ ოთხ ანგარიშზე მუშაობა დავასრულეთ. საქართველო მათგან ერთ-ერთია. ანგარიშის მთავარი მიზანია იმის აღწერა, თუ როგორ მიმდინარეობს ამ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რა პროგრესი გვაქვს სახეზე. საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პოზიტიურია, რადგან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. რაც არ უნდა გადაწყდეს სამიტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვნახავთ ნატოსა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებას. პაკეტი შეიძლება ბევრ ელემენტს მოიცავდეს. საქართველო ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას უნდა ელოდეს",- განაცხადა აპატურაიმ "მოამბის" ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.