რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენების შესახებ გაცემულ ნებართვას აუქმებს.
როგორც ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა, დღეს (24 ივნისი, 2014), ვენაში გამგზავრებამდე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, სათათბიროს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს სახელზე წერილი გაგზავნა. წერილში პუტინი წინადადებით გამოდის, გაუქმდეს სათათბიროს დადგენილება, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეირაღებულ ძალებს უკარინის ტერიტორიაზე მოქმედების უფლება ჰქონდათ.
პესკოვის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების ნორმალიზება და ასევე უკავშირდება სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ამ მიმართვას სათათბირო 25 ივნისს განიხილავს.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენების ნებართვით ვლადიმერ პუტინმა სათათბიროს ამ წლის მარტში მიმართა და სათათბირომ ეს მოთხოვნა ერთხმად დააკმაყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.