საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემები საკანონმდებლო ინიციატივები იყო.
„ამ ნაწილში საჭიროა კოორდინაცია. იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ცვლილებები და გადაადგილებები იმ კუთხით, რომ საარჩევნო რეჟიმებზე გადაწყვეტილებებს იღებენ პარტიები, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული კოორდინაცია ამ პროცესში საჭირო იქნება და სწორედ ამაზე იყო საუბარი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებული განკარგულების ხელმოწერის იურიდიულ და ტექნიკურ დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდის გამოქვეყნდება განკარგულება, ამის თაობაზე საუბარი გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.