"საქართველოს განვითარების ფონდის" დაფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ და ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
"9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, როგორც ერთიანობის და თავისუფლებისათვის თავგანწირვის დღე.
9 აპრილი ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეცაა - პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ეს მოვლენა სწორედ 9 აპრილს დაცემულ გმირთა ხსოვნას დაუკავშირა.
9 აპრილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მოაქვს რეალური შედეგი ჩვენს ერთობას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ის მუხტი რომელიც 9 აპრილს იყო, დღეს გამოვიყენოთ საქართველოს განვითარებისათვის!"- განაცხადა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.