9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი ქალაქ ნინოწმინდაში. საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან ჰენზელ მკოიანმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა, საკრებულოს დეპუტატებმა, მუნიციპალიტეტის თანამდებობის სხვა პირებმა სტუმრებთან ერთად ქ. ნინოწმინდის ცენტრში მდებარე ჰაოს-ქართლოსის პარკში 9 აპრილს დაღუპულთა ახლად გახსნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
მათ ასევე ყვავილებით შეამკეს ქ.სპიტაკში მიწისძვრით დაღუპულთა მემორიალიც, რომელიც ქალაქ ნინოწმინდის ჰაოს-ქართლოსის პარკში ახლახან გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.