ნინო ბურჯანაძე: თუ არჩევანია ნატო-ში შესვლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, მე ვირჩევ ქვეყნის გაერთიანებას
24-06-2014, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების ფონზე, დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს აკეთებს.

 


ბურჯანაძემ პარტიის ოფისში ცხინვალში შესაძლო რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ქვეყანა საგანგაშო ვითარებაში აღმოჩნდა.

 


მისი თქმით, ცხინვალში გაკეთებული განცხადების ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ან მისი ჩატარების ხარისხზე საუბარი აბსოლუტურად აზრს მოკლებულია.

 


"ადგილობრივი არჩევნების დროს, არაერთგზის აღვნიშნე, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება ვითარება ისე შებრუნებულიყო, რომ შესაძლოა, უმძიმეს თემაზე გამეკეთებინა განცხადება. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. გუშინდელ ბრიფინგზე, განვაცხადე, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მეტად, ჩემთვის უმთავრესი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დაბრუნებაა, თუმცა ეს განცხადება არც ერთ საინფრომაციო გამოშვებასა თუ საგაზეთო პუბლიკაციაში არ მოხვდა" - განაცხადა ბურჯანაძემ.

 


მისივე თქმით, დღეს დგას საკითხი, როდესაც მთელმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს და ხმამაღლა თქვას, არის თუ არა უმთავრესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სუვერენიტეტი.

 


"ნებისმიერ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება გვინდა უმთავრესი მიზნების მისაღწევად - ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვკითხოთ საკუთარ მოსახლეობას, რა ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ იმისთვის, რომ მთავარი პრიორიტეტი რომელიმე ორგანიზაციაში წევრობა კი არა, სწორედ ამ მიზნების შესრულება იყოს. ის განცხადებები, რაც დღეს ცხინვალში რეფერენდუმთან დაკავშირებით გაკეთდა, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული ვითარების მომტანი აღმოჩნდეს" - განმარტა ნინო ბურჯანაძემ.

 


მისივე შეფასებით, თუ ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ეფექტურად არ იმოქმედებს, ქვეყნის ბედი მთლიანად, რუსეთის ე.წ. კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

 


ბურჯანაძის განმარტებით, რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახელმწიფო საზღვარმა გორიდან რამდენიმე კილომეტრში გაიაროს, რასაც სავარაუდოდ, თბილისი-სენაკის მაგისტრალის გადაკეტვა მოყვება.

 


"ამან ქვეყანა შეიძლება ორად გაყოს. რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიაზე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიების ისედაც მცირე ნაწილი, მათ შორის, ნავთობსადენი და გაზსადენი. თავს ვიკავებდი ამის გაშიფრვისგან, მანამ ვიდრე ამ საგანგაშო რეალობის წინაშე არ დავდექით. ამ ვითარების გაშიფრვას ის ფაქტი მაიძულებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აბსოლუტურად არაფერს აკეთებს" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

 


მისივე განმარტებით, დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ის ყოველდღიურად მცირდება.

 


ბურჯანაძის ინფორმაციით, ეს შესაძლებლობა განუზომლად დიდი იყო მაშინ, როდესაც ის ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, ახლა კი, მისი თქმით, ხელისუფლების უსუსურობა და უუნარობა სამარხვინოა.

 


"არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლება ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის სანაცვლოდ, საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე, ჩვენს სისხლსა და ხორცზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარს ამბობს. მივმართავ ღარიბაშვილს, რომელსაც ნამდვილად მინდა ამ საქმეში წარმატება ჰქონდეს - ბატონო ირაკლი, თუ ახლავე, სასწრაფოდ არ გააკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შედგეს პირდაპირი შეხვედრა და დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან, რომელსაც გუშინ თქვენგან განსხვავებით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ქვეყნისთვის არსებული შესაძლებლობა კიდევ უფრო შემცირდება" - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

 


ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, საქართველოსა და რუსეთის პირველ პირებს შორის დიალოგი სასწრაფოდ დაიწყოს იმისთვის, რომ მოვლენები შეუქცევადი არ გახდეს.

 


ამასთან, კოალიციის ლიდერი განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას პირადად ღარიბაშვილს და მის ხელისუფლებას აკისრებს.

 


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ერთადერთი გამოსავალია, რომ ქვეყანაში ის ძალა მოვიდეს, რომელსაც ქვეყნისთვის ამ საფრთხეების თავიდან აცილება შეუძლია" - განმარტა ბურჯანაძემ.

 


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხს ე.წ. რეფერენდუმზე, უახლოეს ხანებში დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის ახლადარჩეულმა ე.წ. სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი