100-სზე მეტი ადამიანი დაიღუპა ინდოეთის შტატ კერალას პუტინგალის ტაძართან გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
ცეცხლი ადგილობრივი დროით დაახლეობით 03:30 საათზე ფეირვერკების მაღაზიაში აფეთქების შედეგად გაჩნდა. ტაძარში შეკრებილი ადგილობრივი ჰინდუსები კი ამ დროს ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ.
როგორც BBC იუწყება ტაძართან მდებარე შენობა მთლიანად ჩამოიქცა, რამაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, 200-სზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული, მათ შორის ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
უბედურების ადგილისკენ ინდოეთის პრემიერ მინისტრი გაემგზავრა. მან მომხდარს „გულისგამგმირავი და სიტყვებით აღუწერელი საშინელება“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.