აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის, - ეს განცხადება „რია ნოვოსტის“ ცნობით , აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.