აზერბაიჯანმა სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეჟიმი 125-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილა.
საპასუხოდ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებზე 125 საცეცხლე დარტყმა მიიტანა - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს აზერბაიჯანმა სამხედროების პოზიციები ნაღმტყორცნებით დაცხრილა.
ვითარება მთიან ყარაბაღში 2 აპრილს გამწვავდა, 3 დღის შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.