სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სავაჭრო ცენტრთან ახლოს მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩანთაში იყო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.