სასამართლომ კუდ-ის ექვს მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა
10-04-2016, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ე.წ. უკანონო მოსმენის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას მიუთითებდა.

 

„არ იყო მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ საქმეს, არა მარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც დადგინდება, რომ მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები. არ შეიძლება ის დანაშაული, რომელიც ეხება კადრების გავრცელებას, დაკვალიფიცირდეს როგორც ზოგადი მუხლი“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

 

მოსამართლემ მიღებული გადაწყვენტილება დაასაბუთა იმით, რომ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

 

პატიმრობა შეეფარდათ : შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილი და შს

 

სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი