სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია, - ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. მისი თქმით, თუ რუსეთი შეწყვეტს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდებას, მოსკოვს სხვა ქვეყნები ჩაანაცვლებს.
„ერთი წუთით, რომ წარმოიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთი ამ როლიდან გადის, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება“, - განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი რუსული იარაღის მთავარი იმპორტიორია. 2010-2014 წლებში მოსკოვმა და ბაქომ არაერთი კონტრაქტი გააფორმეს ვერტმფრენების, საზენიტო სარაკეტო სისტემების, ტანკებისა და სხვა სახის შეიარაღების ყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. სომხეთმა კი მხოლოდ 2013 წელს 16 მილიონ დოლარად რუსული იარაღი იყიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.