საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აშშ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სტატუსს არ აღიარებს.
როგორც მან ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, აშშ-ს მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, ამერიკის საელჩო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.
"ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებული ტერიტორიების რაიმე დამოუკიდებელ სტატუსს. ამდენად, არ ვარ დარწმუნებული თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ გადაწყვეტილებას. ჩვენი ხედვით, მსგავს ჟესტებზე კონცენტრირებას, სჯობს ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა ითანამშრომლონ იმისთვის, რათა მოხდეს იმ დიდი სიღარიბის შემცირება, რომელსაც ადგილი აქვს ორივე მხარეს" - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხს ე.წ. რეფერენდუმზე, უახლოეს ხანებში დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის ახლადარჩეულმა ე.წ. სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.