სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პატრიარქმა გაიხსენა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ყველა ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლე შესწირა ან ღვაწლი გასწია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.
”25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ქვეყნის ისტორიისთვის ეს მცირე დროა, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის სიცოცხლის სერიოზული ნაწილი. დამოუკიდებლობა დიდი ტვირთია, დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის კი იგი, მით უმეტეს, ძნელად მისაღწევი და ასევე ძნელად გასავლელი გზაა;
ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ამ ხნის განმავლობაში დიდი სირთულეები შეგვხვდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რასაც, სამწუხაროდ, თან ერთვის მსოფლიო კრიზისიდან მომდინარე პრობლემებიც.
ჩვენი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ხანგრძლივი გაჭირვებისა და იწროების, მიუხედავად დიდი ტკივილისა და მწუხარებისა, გავუძელით დროის გამოცდას. ერმა ღირსება და ღირებულებები არ დაკარგა და დამოუკიდებელი საქართველოს ერთგულ დამცველად დარჩა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ყოველი ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლე შესწირა ან ღვაწლი გასწია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოველთა წმინდანთა და ჩვენი წინაპრების ლოცვით, განამტკიცოს, განაძლიეროს და თავის საზღვრებში აღადგინოს სრულიად საქართველო. გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის 25 წლისთავს! ”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.