საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არსენი იაცენიუკის უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას ”ფეისბუქში” გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილი წერს ,რომ როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან მართავდა შეხვედრას, მაშინ შეუტანეს პრეზიდენტს იაცენიუკის გადადგომაზე განცხადება.
”ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ შეშფოთების საფუძველი საკმარისზე მეტი მაქვს, კულისებს მიღმა გარიგებების და შეხვედრების ფონზე ”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის მთავრობის მეთაური არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. ეს განცხადება იაცენიუკმა თავის დღევანდელ მიმართვაში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.