11-12 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში (AIM 2016) და სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე: Global Leaders Debate.
პრემიერ-მინიტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ დადებით საინვესტიციო კლიმატზე, ჯანსაღ და პოზიტიურ ბიზნესგარემოზე, ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ პოტენციალზე.
ფორუმის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილისგან მოისმენენ, რა როლი უკავია საქართველოს ,,ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში. პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში გაატარებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტთან, დუბაის მმართველ შეიხთან, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან.
გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.