დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა
11-04-2016, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა, მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკელმა" დავით უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

 

 

”როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის უკვე მეორე მცდელობაა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს. ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, როდესაც თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა, გარემოებებმა ამის საშუალება ბოლომდე არ მისცა - ის საჯარო განცხადებებს აკეთებდა და პოზიციებსაც აფიქსირებდა. არ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი, რომ ივანიშვილს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებამ მოუწიოს, ეს პოლიტიკური პროცესისთვის დამანგრეველი იქნება. კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ერთადერთი ეფექტური პასუხი დემოკრატიულად აწყობილი პარტია ”ქართული ოცნება” იქნება. საზოგადოებას უნდა ჰქოდეს განცდა, რომ პარტიაში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები ლიდერები არიან, რომლებიც წარმატებასაც და წარუმატებლობასაც ერთნაირად უმკლავდებიან. ეს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ მოეხერხა, რაც მათთვისვე გახდა დიდი პრობლემა და ცუდი იქნება, თუ ”ქართული ოცნებაც” ვერ მოახერხებს.

 

 

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე არ ხდება, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მაგალითად ”მერსედეს ბენცის” მენეჯერი რამდენიმე წელიწადში შესაძლოა ”ეფლის” დირექტორი გახდეს”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ინტერვიუში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი