ISIS- ის მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ BBC-ის ცნობით, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლმა, ეფრემ მეორემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მოკლულებს შორის სამი ქალია. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დაკარგულია კიდევ ხუთი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ ისინიც მოკლულები არიან.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების თანაცხოვრება შესაძლებელია.
„ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლეთ. ჩვენ შეგვიძლია ისევ თანაცხოვრება, თუ მშვიდობა იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა ეფრემ მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.