პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება, გადაწყვეტილება „ეროვნული ფორუმის“ საპარლამენტო თანამდებობების დატოვებისა და ფრაქციის სახელწოდების ცვლილების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ფრაქციის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას უკავშირდება.
”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის ანი მოროტაძის განცხადებით, ფრაქციას შეეცვლება სახელი და ”ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის” ნაცვლად, ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” დაერქმევა.
”დღეს დავაფიქსირებთ, რომ შეიცვლება ფრაქციის სახელწოდება. გარდა ამისა, დარეგისტრირდება ჩემი და თემურ მაისურაძის განცხადებები უმრავლესობის კვოტებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გუბაზ სანიკიძის და შალვა კიკნაველიძის განცხადებები უკვე შესულია და ავტომატურად მსვლელობა მიეცათ”, - აღნიშნა ანი მიროტაძემ.
თემურ მაისურაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ანი მიროტაძე კი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.
”ეროვნულმა ფორუმმა” კოალიცია ”ქართული ოცნება” დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ 3 აპრილს გამართულ ყრილობაზე მიიღო. მომდევნო დღეს კი, პარტიამ უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.