სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო
24-06-2014, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმი გააუქმა.

 

 

"მოგახსენებთ, რატომ მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება. სასამართლოს პლენუმმა 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, საქმეზე "დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", ძალადაკარგულად ცნო ის ნორმა, რომელიც უცხოელებს უკრძალავდა გამხდარიყვნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეები. ამის შემდგომ უკვე, 2013 წლის 28 ივნისის კანონით ცვლილებები შევიდა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებული იყო უცხოელი ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება. შემდგომ უკვე სარჩელით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა და მოითხოვა ამ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ნორმას იგივე შინაარსი აქვს, რაც ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციოურად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის გადაწყვეტილებით", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა.

 

 

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო იმ საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლო განხილვისას სახეზეა ნორმა, რომელიც ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილია სასამართლოს მიერ, მას შეუძლია, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, განჩინებით გააუქმოს აღნიშნული ნორმა.

 


"სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ ორივე ნორმა – ძველიც და ახალიც, კრძალავდა ზოგადად უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენისა და განკარგვის უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ ორივე საქმეზე პარლამენტის მიერ დასახელებული იყო ერთი და იგივე ლეგიტიმური მიზნები და ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ უკავშირდებოდა ამ მიზნებს, შესაბამისად ნორმა, დროებითი ხასიათის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად დამძლევ ნორმად იქნა ცნობილი და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ჩაითვალა კანონმდებლობით დადგენილი წესით", - განაცხადა გიორგი სულხანიშვილმა.

 


პარლამენტმა გასულ წელს უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი დააწესა. კერძოდ, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება შეჩერდა, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთან, მთავრობას ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

 


მოგვიანებით, მთავრობის ინიციატივით აღნიშნულ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ განხორციელდა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით ერთგვარი გამონაკლისების დაშვება მოხდა. ბოლო ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ პირთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შეჩერების გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებზე არ ვრცელდება. ასევე კანონს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული შეზღუდვა, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, "განსაკუთრებულ შემთხვევებზე" არ ვრცელდება.

 


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმა ასევე წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთანაც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი