გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაიწყო
11-04-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტად იმყოფება. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც დუბაიში იმართება.


პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ეწვია, სადაც სულ მალე საინვესტიციო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნება. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე: „Global Leaders Debate.“


პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს და მიაწვდის ინფორმაციას ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივების შესახებ.


დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები, უმსხვილესი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი